კონფიდენციალურობის პოლიტიკა


შპს „სმარტლაინი“ სრული პასუხისმგებელია ჩვენი საიტის მომხმარებლისა  და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხში.  ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას ადრესატამდე. 

ჩვენ არ ვყიდით ინფორმაციას თქვენს სახელზე, მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, საკრედიტო ბარათებზე ან  ნებისმიერი  სხვა პერსონალურ ინფორმაციას.


 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

მონაცემთა დამუშავების მიზანი;

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.


რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

თქვენთან ურთიერთობისთვის;

თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;

ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;

ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;

ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;

ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;

კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;

ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;

ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;

ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;

ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;



ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ gamaon.ge ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს: 

თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;

სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;

მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;

მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

მომსახურების პროვაიდერებს - კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;

კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.



პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი ჩვენგან ან ჩვენს მიერ უფლებამოსილი პირებისგან მარკეტინგული შემოთავაზებების მიღებაზე, რისთვისაც უნდა მიჰყვეთ მარკეტინგულ კავშირებში არსებულ მითითებებს: gamaon.ge-ს ანგარიშის გვერდზე აირჩიოთ “ანგარიშის ინფორმაციის რედაქტირება” ან დაუკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს  infosmartline2@gmail.com-ზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ამოეწერებით ჩვენი მარკეტინგული ფოსტის სიიდან, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თქვენთვის ვებგვერდის სერვისებთან დაკავშირებული განახლებების შესახებ ინფორმაციისა და შეტყობინებების გამოგზავნა.  



არასრულწლოვანი პირები

18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ  Gamaon.ge–ით სარგებლობა. ჩვენ მიზანმიმართულად არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.  Gamaon.ge-ზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ „კანონით სრულწლოვანი “

თქვენი ვალდებულებები

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ. 


კავშირი ჩვენთან

დაგვიკავშირდით  infosmartline2@gmail.com-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.