დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის დაბრუნების პირობები:
პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 2 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:
• პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები და დაუკავშირდეთ კომპანია სმარტლაინ-ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებული ჩათის ან კომპანიის საკონტაქტო ნომრის საშუალებით.
• დაბრუნების პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი
• პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში.
• თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, gamaon.ge უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა.
• პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი.
პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
• პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;